კულტურის და განათლების ფონდი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
ფონდის საქმიანობის მიმართულებებია:
- კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება;
- ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ხელოვანების აღმოჩენა და ხელშეწყობა;
- საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ადვოკატირებისა და ინფორმაციული კამპანიების წარმოება;
- კვლევების წარმოება.