ახალგაზრდების სწორი პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, კულტურისა და განათლების ფონდმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარა. 

ფონდის მიერ, პედაგოგებისთვის შემუშავებული ტრენინგ მოდულის შედეგად, მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია კონკრეტული თემების და საკითხების არასწორხაზოვან და კომპლექსურ გაშუქებასთან, სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიის მრავალფეროვნებასა და ამ მეთოდოლოგიის სასწავლო პროცესში დანერგვასთან დაკავშირებით. მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის კონკრეტული აქტივობის წინ, პედაგოგებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების ანალიზი შეისწავლონ.